სამების საკათედრო ტაძარში დიდ შაბათთან დაკავშირებული მსახურება უკვე დასრულდა. ეპიდემიოლოგების მოწოდების მიუხედავად, მრევლი სამებაში მაინც მივიდა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში დღეს სამებაში ყველაზე ცოტა ადამიანი იყო მისული. მრევლმა ზიარება საერთო კოვზიდან მიიღო.
ისინი აცხადებენ, რომ ისინი აღდგომის დღესასწაულს ტაძარში შეხვდებიან, რადგან ეკლესიაში ვირუსის გავრცელებისა და გადადების რისკები არ არსებობს.
საქართველოს საპატრიარქო მრევლისთვის სახლებში დარჩენის მოწოდებას არ აპირებს, თუმცა ცალკეული ეპარქიების ხელმძღვანელები გადაწყვეტილებებს უკვე თავად იღებენ. ზოგიერთმა მეუფემ, საკუთარ მრევლს უკვე მიმართა, რომ აღდგომის ღამეს ტაძრებში არ მივიდნენ და სახლში ილოცონ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარ მოწოდებებში რადიკალურები რჩებიან და მრევლს ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე უხმობენ.